პროდუქციის დაბრუნების პირობები

– კომპანია STALEKS-სი , პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 3 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი ქვემოთ მითითებული წესის დაცვით!

– პროდუქტის დაბრუნების წესი და გამონაკლისები:

– პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანიის წარმომადგენლებს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;

– პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი დადაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელიდოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ვენდუს ელ. ფოსტის მისამართზე: infostaleksgeorgia@gmail.ge

– პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის
მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში

– თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია STALEKS-სი უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების პროცედურა.

– პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს კომპანია STALEKS-სი საკუთარი ან/და სატრანსპორტო მომსახურე ქვეკონტრაქტორის საშუალებით, მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს 3სამუშაო დღისა თბილისში.

– პროდუქტის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის ყუთი და სხვ.

– პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:

– პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;

– პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;

-ანაზღაურების წესები:

– კომპანია STALEKS-სი, მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხის:

– 100%, იმ შემთხვევაში თუ: პროდუქტი დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხისგადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.

– 100% იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს ან პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში.

– თუ დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არაქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს, ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი კომპანია უფლებას იტოვებს არდაიბრუნოს პროდუქტი და შესაბამისად, არ დააბრუნოს პროდუქტში გადახდილი თანხა.

– თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელის საბანკოანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

პროდუქციის დაბრუნება პროცედურა

– იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნების ინიცირება მიტანისთანავე მყისიერად მოხდება მომხმარებლის მხრიდან, შემთხვევა ფიქსირდება კომპანიის წარმომადგენლებთან და კურიერს ეძლევა დასტური პროდუქტის წამოღებაზე;

– პროდუქციის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს მოთხოვნა პროდუქციის დაბრუნებაზე;

– თუ პროდუქციის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პროდუქტის დაბრუნების სურვილი გამოწვეულია მიღებული ნივთის ხარვეზიანობის გამო(აქვს ვიზუალური/ქარხნული წუნი ან არ შეესაბამება შეკვეთას ან/და staleks.ge-ზე განთავსებულ პროდუქტის მახასიათებლებს კომპანია სტალექსი უზრუნველყოფს სურვილის დაფიქსირებიდან თბილისში 3 სამუშაო დღის ვადაში დაბრუნება

– პროდუქტის მიღებიდან 3 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

– პროდუქტის მიღებიდან 3 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში,თუ სერვის ცენტრი დაადგენს ნივთის ქარხნული წუნის არსებობის ფაქტს და ნივთის ჩანაცვლების საჭიროებისთვის გასცემს შესაბამის დასკვნას, სტალექსის მიერ ნივთის ჩანაცვლების განსახორციელებლად მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს სტალექსისთვის აღნიშნული დასკვნის დედანის ჩაბარება.